საქართველოში პირველად ჩატარდა კვლევა, რომელიც  შშმ პირთათვის სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასებას ეხება

ევროპის საბჭომ კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა, რომელიც ეხებოდა „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“. ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ამ მხრივ კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით: ჩატარდა 40 შენობის სისტემური აუდიტი და პარალელურად, 25 სასამართლო შეფასდა საველე სამუშაოების ჩასატარებელი კითხვარის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

კვლევაზე დაყრდნობით, სასამართლოთა უმეტესობას სჭირდება მოდიფიცირება, მათი სერვისებისა და შენობების მისაწვდომობისათვის. თუმცა, სისტემის წინაშე დგას ბევრი გამოწვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შენობების მისაწვდომობის და სერვისების კუთხით, რომლებიც არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.

"ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის სერვისები მისაწვდომია რამდენიმე სასამართლოში, თუმცა სენსორული შეზღუდვის მქონე პირებს ასეთი შესაძლებლობა არც ერთ სასამართლოში არ აქვთ.

სასამართლო შენობების ძალიან დიდ ნაწილს არ უკავშირდება მისაწვდომი მუნიციპალური ტრანსპორტი. შენობების უმეტესობას არ გააჩნია ორგანიზებული ეზო და პარკინგი, რომლებიც შშმ პირებს მისცემს შენობამდე უსაფრთხოდ და შეუფერხებელად გადაადგილების საშუალებას. ასევე აღსანიშნავია საინფორმაციო დაფების, საინფორმაციო ნიშნების, გზის მანიშნებლებისა და ტაქტილური რუკების არარსებობა. შენობებში განთავსებული საინფორმაციო სერვისები, მათ შორის, თანამშრომლებთან კომუნიკაციის საშუალებები, საჩივრის ყუთები და ტაბლოები მიუწვდომელია შშმ პირებისთვის.

ყველა სასამართლო შენობაში გამოწვევაა მისაწვდომი სასამართლო შენობების პანდუსები, ასევე, შიდა და გარე კიბეები, ძირითადად, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის დამტკიცებულ სტანდარტს.

კვლევა ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად, რომლის ერთ-ერთი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მისაწვდომობის გაზრდა სასამართლო სისტემაზე", - აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიში მოამზადა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

პრეზენტაციას დაესწრნენ სასამართლოს, ხელისუფლებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მედია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს