ანტონიო გუტიერესი - გაერო-ს 230 მლნ დოლარის დეფიციტი აქვს და შესაძლოა, თვის ბოლოსთვის უფულოდ დარჩეს

გაერო-ს 230 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი აქვს და შესაძლოა ამ თვის ბოლოსთვის უფულოდ დარჩეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

წერილი, რომელიც ორგანიზაციის 37 000-მა თანამშრომელმა გაერო-ს სამდივნოდან მიიღო, იტყობინება, რომ დამატებითი „დროებითი ზომების“ მიღებაა საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების წინაშე არსებული ვალდებულებებისა და ხელფასების გასტუმრებას.

„წევრმა სახელმწიფოებმა მთლიანი თანხის მხოლოდ 70% გადაიხადეს, რომელიც 2019 წლის რეგულარული საბიუჯეტო ოპერაციებისთვისაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 230 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი გვაქვს, რამაც შესაძლოა, სექტემბრის ბოლოსთვის, ჩვენი ფულადი რეზერვების ამოწურვა გამოიწვიოს“, - წერს გუტიერესი.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა წევრ სახელმწიფოებს არაერთხელ მიმართა კონტრიბუცია განეხორციელებინათ ორგანიზაციისთვის ფულადი სახსრების მოძიების პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რაზეც მათ უარი განაცხადეს“, - ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ მედიას განუცხადა.

ცნობისთვის, სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების გარდა, გაერო-ს ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის 22% შეერთებული შტატების კონტრიბუციაა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა