შალვა თადუმაძე ხათუნა გოგორიშვილს - რა გინდათ, რომ აქ კორუმპირებული და უდიპლომო გენერალური პროკურორი ვდგავარ და ამას გაიტანთ გგონიათ?

რა გინდათ, რომ აქ კორუმპირებული და უდიპლომო გენერალური პროკურორი ვდგავარ და ამას გაიტანთ გგონიათ? - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის კითხვას.

ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა შალვა თადუმაძის ოჯახის შემოსავლით, მაშინ როცა ის მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და როგორც საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებოდა. გოგორიშვილის ინფორმაციით, სწორედ ამ წლებში (2015-2016 წლები) შეიძინა თადუმაძემ დაახლოებით 380 ათასი ლარის ღირებულების ორი უძრავი ქონება.

„მესამე გადასარევ და მეოთხე სულ რომ უნდა გავგიჟდეთ ისეთ წელს, თქვენ და თქვენმა ოჯახმა შეიძინეთ უძრავი ქონება. რატომ აქვს ორი წლის განმავლობაში შალვა თადუმაძის ოჯახს შესაძლებლობა ბინის შეძენის, იმიტომ რომ ჰქონდა შესაბამისი შემოსავალი, თუ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის დანაპირები მაინცდამაინც თქვენს ოჯახზე შესრულებულიყო?“ - აღნიშნა გოგორიშვილმა.

რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა მის ოჯახს წინა წლებშიც ჰქონდა და მისი ქონებრივი მდგომარეობა ამ წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ამასთან, ხათუნა გოგორიშვილმა კონკრეტული ციფრებიც დაასახელა, თუ რა თანამდებობრივი სარგო ჰქონდათ მას და მის მეუღლეს წინა წლებში და იქვე დააზუსტა, რომ 2015- 2016 წლები შალვა თადუმაძის დეკლარაციებში გამოტოვებულია და სრული სურათის წარმოდგენა უჭირს.

როგორც თადუმაძე განმარტავს, ყველა მონაცემი რაც ქონებრივ დეკლარაციაშია დაფიქსირებული, არის ზუსტი.

„6 წელი ვიყავი საპარლამენტო მდივანი. ჩემი საჯარო სამსახურში მოსვლის შემდეგ უძრავი ქონებების რაოდენობას დაემატა სამი უძრავი ქონება. ერთი უძრავი ქონება არის სესხით მიღებული უძრავი ქონება. ჩემი მეუღლის საქმიანობას რაც შეეხება, ის სხვადასხვა საქმიანობას ახორციელებდა, მათ შორის საადვოკატო საქმიანობას. ის შემოსავალი რაც ჩემს ოჯახს აქვს მიღებული უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, 2008 წლიდან, სრულად შეესაბამება იმ ქონებრივ მდგომარეობას, რაც ჩემს ოჯახს გააჩნია. ახლა მიმდინარეობს ჩემი დეკლარაციის შესწავლა,“ - აღნიშნა თადუმაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს