ანრი ოხანაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კომიტეტის სხდომაზე დასწრების უფლება არ შეგვიზღუდავს

მალხაზ მაჩალიკაშვილს ჩვენთვის არ მოუმართავს, რომ კომიტეტზე დასწრება სურდა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, ამის მიუხედავად, მაჩალიკაშვილს ადგილი კომიტეტში მაინც გამოუყვეს. მან საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართა, ჩაინიშნონ, რომ დასწრება არავისთვის შეუზღუდავთ.

„მას ჩვენთვის არ მოუმართავს, რომ სურდა ჩვენთან კომიტეტზე დასწრება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიზღუდავს და შევთავაზეთ დასწრებოდა კომიტეტს ზემოთ, სადაც სხვა მოქალაქეებიც სხედან და ადგილი გამოყოფილია და მიეცა საშუალება, რომ დასწრებოდა კომიტეტს, თუ ამის სურვილი ექნებოდა. ამიტომ ეს რომ ჩაინიშნოთ და იცოდეთ, ჩვენ არ შეგვიზღუდავს არავინ დასწრებაში. თვითონ აქ, უშუალოდ დარბაზში, იმის გათვალისწინები, რომ ფართო წარმომადგენლობაა, იმის გამო, რომ აქვთ უფლება კითხვების დასმის, მონიტორინგის, ამის გათვალსიწინებით არის ადგილები გადანაწილებული, სხვა მხრივ ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის პოსტს, სადაც მშვენიერაძე წერს, რომ პარლამენტში ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს.

„ძალიან უცნაურია და უხერხულია ბატონო გიორგი, თქვენი მხრიდან „ფეისბუქ“ პოსტის წერა, რომ თურმე ერთი საათის შემდეგ, როგორც იქნა შემოგიშვეს. თქვენ ჩვენმა თანამშრომელმა მოგწერათ და გთხოვათ, რომ თავის დროზე მოსულიყავით, თქვენ არ მოხვედით, საცობების თუ სხვა მიზეზების გამო დააგვიანეთ. თქვენი წარმომადგენელი, რომელიც გვერდით გიზით უპრობლემოდ შემოვიდა,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური სწორედ მალხაზ მაჩალიკაშვილის კომიტეტზე დასწრების საკითხმა გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს კომიტეტზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს