რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა ნახევარმილიონიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ნახევარმილიონიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დაეთანხმა თავად ბრალდებულიც.

ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. დაკავებულების ადვოკატები მათი 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა