შალვა თადუმაძის განცხადებით, არ აქვს მოფიქრებული, სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მოსამართლის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შავა თადუმაძის განცხადებით, ჯერ არ აქვს მოფიქრებული, სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მხარს მის კანდიდატურას არ დაუჭერს და მოსამართლედ არ განმწესდება.

როგორც თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ შემთხვევაში საფიქრალი გაუჩნდება.

„ძალიან საინტერესო კითხვაა და ალბათ, საფიქრალიც გამიჩნდება. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ერთი და იგივე კატეგორიის პროფესიონალიზმია მოსამართლის სტატუსი და გენერალური პროკურორი, თუმცა ჩემს დღევანდელ თანამდებობას არ ვაკნინებ. ყველა იურისტისთვის ცნობილია, რომ მოსამართლე არის უმაღლესი სტატუსი. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ეს მოსამართლის აღმატებულობაზე მიუთითებს ცალსახად. არ ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურორობა აპრიორი მოსამართლეობის სტანდარტია.

თუმცა, ლეგიტიმაციის საკითხში საფიქრალი გამიჩნდება. ჯერ არ მაქვს მოფიქრებული“, - განაცხადა თადუმაძემ.

დეპუტატ ნინო გოგუაძის დამაზუსტებელ კითხვაზე - საფიქრალი რაზე, რომ დარჩეთ იმავე თანამდებობაზე, რომელზეც ხართ? თადუმაძემ განაცხადა:

„დიახ, დავრჩე იმ პოზიციაზე რომელ პოზიციაზეც ვარ“, - განაცხადა თადუმაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს