რომან გოცირიძე შალვა თადუმაძეს - მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს

მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ის შალვა თადუმაძეს მოახსენებს შედეგებს, თუ რამდენი ადამიანი გამოეხმაურება.

„მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს: მეგონა, იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რომ იყო რამდენიმე ათეული. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ, აორთქლდება, მაგრამ, მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

თავის მხრივ, ამ საკითხის „ორგანიზება“ თავის თავზე აიღო შალვა თადუმაძემ.

„დავაორგანიზებ, ბატონო რომან“,- მიმართა მან გოცირიძეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა