რუსთავში, სადაც დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სასამართლოსთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, ერთ-ერთი პირის გიორგი გეთაშვილის მამა სასამართლოსთან შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს.

როგორც გიორგი გეთაშვილის მამამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მისი შვილი მკვლელი არ არის. მისივე თქმით, როცა მისი შვილი დააკავეს და პოლიციის შენობაში ჰყავდათ, გარედან ესმოდა ხმა თუ როგორ ემუქრებოდნენ სამართალდამცველები თუკი სასურველ ჩვენებას არ მისცემდა.

„ჩემ შვილს ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და დანამდვილებით ვიცი, რომ ის მკვლელი არ არის. ვინც დამნაშავეა, ყველა ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ როგორ შეიძლება ორი დღის განმავლობაში დაკავებულ ადამიანს არ განახებდნენ. ბორკილებით „ბატარიაზე“ მიაბან და გითხრან, რომ ის აქ არ არის. გამაგებინეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ“, - აცხადებს გიორგი გეთაშვილის მამა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა