თინა ბოკუჩავა თადუმაძეს - როცა ვინმეს გაამწესებთ  ციხეში იტყვით, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო? თანაშემწეს გადააბრალებთ? ასე აპირებთ უზენაეს სასამართლოში მუშაობას?

როცა ვინმეს გაამწესებთ ციხეში თქვენ იტყვით, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო? თანაშემწეს გადააბრალებთ? ასე აპირებთ უზენაეს სასამართლოში მუშაობას?- ამ კითხვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტებში ისეთი საქმეებია მოყვანილი, რომელიც მელიას საქმისთვის პრეცედენტებად ვერ გამოდგება, მათ შორის ერთ-ერთი კი, ბუნებაში არ არსებობს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თადუმაძე უზენაეს სასამართლოში მიღებულ მცდარ გადაწყვეტილებებს თანაშემწეებს გადააბრალებს.

„ფარატინა დოკუმენტით, რომელშიც რეალურად არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა და ეს პარლამენტის სირცხვილია და მათ შორის, პირადად ანრი ოხანაშვილის, რადგან ამ სხდომასაც ის თავმჯდომარეობდა, მოყვანილია რამდენიმე საქმე და ალბათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტებს იცნობდნენ. კონრადი იტალიის წინააღმდეგ მოყვანილია, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და თქვენს თანაშემწეს აბრალებთ ამას, ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც არ ეხება ამ საკითხს, სამედიცინო მომსახურების საკითხებზეა ეს საქმე, ასევე მოყვანილია სხვა საქმეები, რომლებიც არანაირ შემხებლობაში არ არიან ნიკა მელიას მიმართ თქვენს მიერ მოგონილ საქმესთან. რომელიმეს იცნობთ აქედან?“-მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა თადუმაძეს.

შალვა თადუმაძის განცხადებით კი, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია მისი გენერალური პროკურორობის დროს, თავად არის პასუხისმგებელი, თუმცა, აქვე დასძინა, რომ ეს, რაზეც თინა ბოკუჩავა საუბრობს, ტექნიკური შეცდომის ბრალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო