შალვა თადუმაძე - ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე, კითხვებზე უნდა გავცე პასუხი თუ პოეზიის საღამო გვაქვს?

მე ძალიან მრცხვენია, რომ ქვეყანას უდიპლომო მთავარი პროკურორი ჰყავს, თუმცა კიდევ უფრო მრცხვენია და სრულ კატასტროფად მიმაჩნია, რომ ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს უდიპლომო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ. ბოკუჩავამ თადუმაძეს კითხვა დიპლომთან დაკავშირებით დაუსვა და აღნიშნა, რომ ის უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე ცრუობს.

„მე ძალიან მრცხვენია, რომ ქვეყანას უდიპლომო მთავარი პროკურორი ყავს და კიდევ უფრო მრცხვენია და სრულ კატასტროფად, ქვეყნის აბუჩად აგდებად მიმაჩნია, რომ ქვეყანას შეიძლება ყავდეს, დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ოლიგრაქმა, მბრძანებელმა ამა ქვეყნისა, უდიპლომო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ჩააბარეთ ნოდარ დუმბაძის ინსტიტუტში, ეს ინსტიტუტი არ არსებობდა, არც იურიდიული სახელწოდებით, არც სარეგისტრაციო სახელი ჰქონდა ასეთი, არც სამეწარმეო სახელი, ამიტომ ნუ ცრუობთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ ის აღარ იცრუებს.

„უბრალოდ უხერხულია პარლამენტის და საზოგადოების წინაშე, რომ 1993 წელს, როდესაც თქვენ ირიცხებოდით ამ ინსტიტუტში, ლიცენზიაც არ ჰქონდა აღნიშნულ დაწესებულებას. ლიცენზირების გარეშე როგორ ახორციელებდა ეს ინსტიტუტი საქმიანობას მე არ მესმის და დარწმუნებული ვარ საზოგადოებასაც არ ესმის“, - განაცხადა ბოკუჩავამ, რაზეც გენერალურმა პროკურორმა მოუწოდა, რომ მისთვის კითხვები დაესვა.

„ბატონო თავმჯდომარე კითხვებზე უნდა გავცე პასუხი თუ პოეზიის საღამო გვაქვს?!“ - მიმართა სხდომის თავმჯდომარეს შალვა თადუმაძემ.

თავის მხრივ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ის სწორედ კითხვას სვამდა და აინტერესებს მისი ერთი თანაკურსელის ვინაობა მაინც, ვისაც მისნაირი დიპლომი აქვს.

„თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ერთი თქვენი თანაკურსელი, რომელსაც აქვს იდენტური დიპლომი. თქვენ თქვით რომ მე კორუმპირებული და უდიპლომო გენერალური პროკურორი ვარო, მაგრამ არ ვარ წინასწარმეტყველიო. თუმცა აღმოჩნდით წინასწარმეტყველი, იმიტომ, რომ 1998 წელს იცოდით, რომ 2003 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის გახდებოდა თქვენი სასწავლებელი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ ასეთ კითხვას უკვე გასცა პასუხი.

„არ მიმიღია არც ერთი ჩემი თანაკურსელისგან თანხმობა, მესაუბრა მის დიპლომზე და მის განათლებაზე ამ ტრიბუნიდან, ამიტომ არ ვსაუბრობ ამ თემაზე. თუ გაინტერესებთ თქვენ, შეგიძლიათ მოიძიოთ“, - განაცხადა თადუმაძემ, რის საპასუხოდაც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.

„ბუნებაში არ არსებობს ასეთი ადამიანი, რადგან თქვენი დიპლომი არის ყალბი“, - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს