ზაზა სარალიძე შსს-ში მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს გაეცნო

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს გაეცნო.

როგორც მასალების გაცნობის შემდგომ ჟურნალისტებს სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, მასალებში არ არის 1-2 დეკემბრის ჩანაწერები.

„ჩანაწერებში ჩვენ არ დაგვხვდა უშუალოდ დანაშაულის დღის ჩანაწერები, არის პატარა ფრაგმენტი გადმოცემული 1 დეკემბრის, თუმცა ამ ფრაგმენტში არსებული ჩანაწერები არის წაშლილი. შემდგომ უკვე საუბრები გრძელდება 3 დეკემბრიდან, თუმცა ის მასალა, რაც არის გადმოცემული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მიმოხილვა ტელევიზით მიღებული ინფორმაციის , უშუალოდ რა საუბრები მიმდინარეობდა დანაშაულის ჩადენამდე, რა თქმა უნდა არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, წაშლილია თუ არა ნაწერები ან გადასცემენ თუ არა მათ შემდგომში, არ არის განმარტებული.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, საუბრებში კალანდიას გვარი არასრულწლოვნების მხრიდან არაერთხელ არის ნახსენები.

„კალანდიას ჩანაწერები ჩვენ ვერ ვნახეთ. არ არის ის სრულყოფილად გადმოცემული. თუმცა, მინიშნება გარკვეულ ეპიზოდებზე, მისი გვარის ხსენება ვნახეთ. ბავშვები ამახვილებდნენ მის მონაწილეობაზე ყურადღებას და ამბობდნენ, რომ ის 2 მსჯავრდებული, რომლებიც უკვე არიან საქმეში, წაიყვანა სწორედ მიხეილ კალანდიამ“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს შუამდგომლობით, მიიღეს „ინსტაგრამიდან“ 4 პირის პირადი მიმოწერა.

იხილეთ ვიდეო: ზაზა სარალიძე შსს-ში მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს გაეცნო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა