მეზობლები ორხევში ნათლიის მიერ ნათლულის მკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ

ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მეზობლები კონფლიქტის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. მეზობლების ინფორმაციით, მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

„უკონფლიქტოდ არაფერი ხდება, ბრალდებული ისეთი პიროვნება არ არის, რომ ადამიანი მოეკლა ჩიტივით. ალბათ, სერიოზული რაღაც იყო. მოკლული შორიდან მყავს ნანახი. დაკავებულის შვილი საბერძნეთშია, ცოლი კი გარდაცვლილია“ , - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს 3 შვილი დარჩა.

ცნობისთვის, ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "უმაღლესი ადამიანია... საინტერესოა, თავს იცოცხლებს თუ არა" - რას ჰყვებიან ორხევში მამაკაცზე, რომელმაც საკუთარი ნათლული მოკლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა