შალვა თადუმაძე - ნიკა მელია პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით არ სარგებლობს პროკურატურასთან შეთანხმებით

პირადად მაქვს მითითება მიცემული და ნიკა მელია პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით არ სარგებლობს პროკურატურასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას შეუძლია საპარლამენტო საქმიანობა პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე განახორციელოს.

„არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როცა ნიკა მელიამ მიმართა პროკურორს, უთხრა, რომ მიდიოდა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად და პროკურორმა უთხრა უარი,“- აცხადებს შალვა თადუმაძე.

მისივე თქმით, პროკურატურას არ აქვს უფლება ნიკა მელიას უარი უთხრას პარლამენტში მისვლაზე.

„თქვენ არ იცნობთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იქ წერია, რომ ნიკა მელიას აქვს ვალდებულება, ნებისმიერი მისი გადაადგილება, მათ შორის პარლამენტში, შეათანხმოს საგამოძიებო ორგანოსთან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო