გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ცხვარიჭამიაში, კევლიანში, თეზამსა და ლელუბანში.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, ზანდუკი, წითლიანი, წიფორი, დუმაცხო და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე - სოფლებში: არაგვისპირი, ბოდორნა, აგატი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი, ჭალის აგარაკებზე.

11:30 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ დაბა სტეფანწმინდის ნაწილს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს: სიონი, გარბანი, გორისციხე, ხურთისი, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 13:00 საათიდან 13:30 საათამდე - სოფლებს: სნო, არშა, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო