ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის სასამართლოში, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის საქმის განხილვა გრძელდება

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

სხდომაზე დაცვის მხარის ერთი მოწმე დისტანციური წესით დაიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტმა თამარ თოდაძემ დეტალურად განმარტა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების ექსპერტიზაზე მიღებული შედეგები. მისი თქმით, იარაღსა და ვაზნებზე თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინეს, ვინაიდან არსებული მასალები იდენტიფიცირებისთვის უვარგისი იყო.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძე.

სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მორიგი სასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს,16:00 საათზე ჩაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო