10 ოქტომბერს „ინტერაქტიული სემინარი ჯანსაღ კვებაზე“ გაიმართება

10 ოქტომბერს, ტერმინალი ვაკეში გაიმართება „ინტერაქტიული სემინარი ჯანსაღ კვებაზე“. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამის - „ჯანსაღი კვების შესახებ განათლების“ ფარგლებში ტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სპიკერებს შორის იქნებიან: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი - ბრენდაისის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მაგისტრი, ანი ნიორაძე; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნინო სარაშვილი; "ნამუ"-ს დამფუძნებელი, ანა ტიკარაძე და "კივი კაფეს" დამფუძნებელი, სორუშ ნეგაჰდარი

„სემინარის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას საქართველოში. შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი კვების ადვოკატირება; სახლსა თუ კაფეში ჯანსაღ კერძს ვერ მოვამზადებთ, თუკი "ბიზნესი" ჯანსაღ პროდუქტს არ აწარმოებს; სოციალური პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს და იზრუნოს თავის მომხმარებლებზე. თავის მხრივ, მომხმარებელი, ანუ ჩვენ, ინფორმირებულები უნდა ვიყოთ, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ჯანსაღი კვება, რას ნიშნავს ის, რატომ უნდა ვუთხრათ უარი მარილსა და შაქარს და როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი.

სწორედ ამიტომ, თემაზე სასაუბროდ ვიწვევთ პროფესიონალებს, ხოლო სტუმრებს შორის იქნებიან: „კარფურის“ ხარისხის მენეჯერი, „გეოპროვიჟენის“ სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯერი, რესტორნების შეფ-მზარეულები, საჯარო სკოლების დირექტორები და დაინტერესებული პირები.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა