10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობა და გამოფენა გაიმართება

10 ოქტომბერს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,ღია სახლი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას და გამოფენას გამართავს. ღონისძიება ქუთაისის მერიის, ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მხარდაჭერით ქ. ქუთაისში, აღმაშენებელზე, ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღის მთავარი მოწოდებაა: „გავერთიანდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის!“

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა, თუმცა ამ წინადადებაში „ფსიქიკურ“ კომპონენტს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა 2/3 არ მკურნალობს. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს დისკრინიმაციის და „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელის შესახებ, სტიგმის დაძლევისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალილების მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ამერიკული კუთხე, ორგანიზაცია ,,იდენტობა“, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, World Vision მიუსაფარ ბავშვთა ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა