შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე პროკურატურაში

პროკურატურა არ არის ის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა - ეს არის გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე პროკურატურაში.

„მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც მე გენერალური პროკურორი გავხდი და ის მდგომარეობა, რაც მაშინ პროკურატურაში იყო. მთავარი პრობლემა - ეს არის გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე პროკურატურაში. ამ მიმართულებით შევქმენი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროკურორებმა ადგილებზე შეძლონ გადაწყვეტილების მიღება, ზემდგომის, ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის, ჩარევის გარეშე. ამ ფორმატის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია შევიმუშავეთ“, - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

თადუმაძის განმარტებით, პროკურატურა არ არის ის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია.

„ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ეს იყო განათლების სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა თითოეული პროკურორის კარიერის დაგეგმვას, მათ დაწინაურებას და სოციალურ უზრუნველყოფას. პროკურატურაში გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ იმ ფონზე, როდესაც 200 ათასამდე მიმდინარე საქმეა. ჩემი გენპროკურორობის მანძილზე ყველა გახმაურებულ საქმეზე მაქსიმალურად ვეცადე და ახლაც ვცდილობ, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. ხშირად ვისმენ კრიტიკას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. პროკურატურა ეს არ არის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება დეპუტატ დავით მათიკაშვილის კითხვას, რა უშლის ხელს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, შავლა თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურაში ამ მიმართულებით თავდაჯერებულობის ნაკლებობაა.

„შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებას, ერთი მხრივ, ხელს უშლის თავდაჯერებულობის ნაკლებობა პროკურატურაში, როდესაც პროკურორი ფიქრობს თითოეული ნაბიჯი უფროსს უნდა შეუთანხმოს. მეორე მხრივ, განათლების ნაწილში საკმაოდ სერიოზული მიმართულებები, რათა ტრეინინგები არ ყოფილიყო ტრენინგებისთვის, ტრეინინგები ყოფილიყო შეფასებისთვის და ეს შეფასება ყოფილიყო შემდგომ კარიერისთვის“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია