Nexia TA-ის წარმომადგენელი საუბრობს, რა სირთულეების წინაშე აღმოჩდნენ მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოები ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას

2019 წლის 1 ოქტომბრამდე, მე-3 კატეგორიის საწარმოებს წელს პირველად მოუწიათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა, ხოლო მე-4 კატეგორიის საწარმოებს, ეს ვადა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდათ. კანონის გამოქვეყნებიდან დღემდე, Nexia TA-მ უკვე უზრუნველყო 200-მდე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება. მომართვიანობა, როგორც მოსალოდნელი იყო განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Nexia TA-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიებში აღრიცხვის საერთაშორისო სტანდატების დანერგვა, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, შიდა პროცესებისა და პროცედურების გაწერა - ესა არის მინიმუმი, რომელიც მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ, რათა სამომავლოდ ფინანსური ანგარიშგების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად მომზადება არ გაუჭირდეთ.

„მასობრივი საინფორმაციო შეხვედრების მიუხედავად, როგორც ჩანს ბიზნესი არ აღმოჩნდა მზად ფინანსური ანგარიშგებების წარსადგენად. განსაკუთრებით მე-4 კატეგორიის საწარმოები, რომლებსაც კვლავ სჭირდებათ გარკვეული ვადა ადგილობრივი სტანდარტების შესასწავლად და დასანერგად.

მნიშვნელოვანია ბიზნესმა სწორედ გამოიყენოს გახანგრძლივებული დრო. კომპანიებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ სწორი მონაცემები და სტანდარტის დაცვით მომზადებული ანგარიშგება მათ არსებული ვითარების უკეთ შეფასებაში, ბიზნეს პროცესების ეფექტურ მართვასა და ფინანსური გეგმების შემუშავებაში ეხმარება. ასევე აუმჯობესებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას, უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხს და ზრდის შედეგების სანდოობას.

მოხარული ვართ, რომ მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებმა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს კანონმდებლობით აღიარებული სტანდარტების დანერგვა, რასაც ჩვენთან ამ კატეგორიის საწარმოების მკვეთრად გაზრდილი მომართვიანობაც ადასტურებს, ეს კი საბოლოოდ ისევ მათი ბიზნესის წარმატებულ საქმიანობაში აისახება.

აქვე ავღნიშნავ, რომ Nexia TA Academy-ის დახმარებით ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ბიზნესთან საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რათა მათ სამომავლოდ დამოუკიდებლადაც შეძლონ ფინანსური ანგარიშგების მომზადება კანონით გათვალისწინებულ ვადებში“, - განაცხადა Nexia TA-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის მენეჯერმა ნანო სამყურაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს