მამუკა მდინარაძე - წმინდა წყლის სპეკულირებაა შალვა თადუმაძის პროკურორობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა

წმინდა წყლის სპეკულირებაა შალვა თადუმაძის პროკურორობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კითხვები ეხებოდა მხოლოდ იმას, ჰქონდა თუ არა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საჭირო განათლების ხარისხი.

„კითხვების საფუძველი იყო ის, ჰქონდა თუ არა შალვა თადუმაძეს მაგისტრის ხარისხი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თუ ახლა ჩვენ გადავალთ სპეკულაციაზე, რომ მისი პროკურორობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეს შეცდომაში შეყვანა იქნება საზოგადოების. მაგისტრობაზეა აქ საუბარი და ეს მოთხოვნა არ არის პროკურორობის შემთხვევაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მივიღოთ. მივიღეთ განმარტება შალვა თადუმაძისგან, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები, არ არის გამორიცხული კომიტეტმა მიიღოს დამატებით დასაზუსტებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა