მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

„მეგონა, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით დღეს, ასევე ილაპარაკებდნენ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც სუს-ის წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი ეს მოლოდინი არ გამართლდა, რომ ისინი ამაზე სპეკულაციურ კომენტარებს არ გააკეთებდნენ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა