ქუთაისის „ტორპედომ“ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

ქართულმა საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ“ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. როგორც „იმტერპრესნიუსს“ კლუბის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობაა.

მათივე ინფორმაციით, კლუბი ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ რამდენიმე თვის წინ მიატოვა და ამ ეტაპისთვის გუნდს 3 000 000 ლარამდე აქვს დავალიანება. მისივე ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ.

„კლუბში რამდენიმე თვეა ფინანსური პრობლემებია. გუნდის 10-12 ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობდა, მაგრამ კლუბში იმდენად ცუდი მდგომარეობაა, რომ ფეხბურთელებს კვებაზეც კი პრობლემები შეექმნათ. შესაბამისად, ფეხბურთელები მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ვარჯიშზე უარი განაცხადონ. გუნდიდან არც ერთი ფეხბურთელი არ წასულა. 19 ოქტომბერს გუნდს ეროვნულ ლიგაში თამაში აქვს და როგორ მივა ამ დრომდე ეს გუნდი, არავინ იცის“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო