ლადო კახაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

„ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. კახაძე აღნიშნულ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა და საკითხს კენჭი დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე უყარეს.

ლადო კახაძემ ჯანდაცვის კომიტეტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მზად არის გამოწვევების მისაღებად.

„სიმართლე გითხრათ, დღეს აღმოვაჩინე დღის წესრიგში პირველ საკითხად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის შესახებ ჩემი კანდიდატურა. უპირობო ურთიერთობები მაქვს იმ გუნდთან, რომელთანაც შეგნებულად გადავდგი სტრატეგიული ნაბიჯი თანამშრომლობის. იმ გამოწვევებს, რომელსაც ისინი ჩათვლიან, რომ ჩემი შესასრულებელია, ან ჩემი ნაწილობრივი მონაწილობით, უარს ვერ ვეტყვი. იმ კომპეტენციის და დროის ფარგლებში, რომელიც დამრჩა ამ მოწვევის პარლამენტში, დაუმადლებლად მოვახდენ რეალიზებას შემოთავაზებული წინადადების“, - განაცხადა კახაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა