შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს პასუხობს და მას თაღლითობაში ადანაშაულებს.

საკუთარი დიპლომის თემას თადუმაძე იურიდიული კომიტიტეტის სხდომაზე საკუთარი ინიციატივით კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ აპელირება, თითქოს მას საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია, რადგან ეს კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმეტში არ მოიძებნა, არის თაღლითობა.

„ის, რომ შეურაცხყოფა მივიღე, ეს ბუნებრივია. ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა, რა ნიშანი მყავს საერთშორისო სამართალში და მერე მან აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, იმიტომ, რომ მე საერთაშორისო სამართლი არ მისწავლია. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი. აღნიშნულმა დეპუტატმა ისე დააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, მგონი აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის ეს, რომ ამომრჩევლები და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, შეგნებულად დააქსეროქსოს დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს. შემდეგ კი კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მეორე, ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა. ეს დოკუმენტი იმისთვის თუ ვინ ითაღლითა,“ - აღნიშნა თადუმაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა