სერგეი ვერშინინი - ქართველ ხალხთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება ყველა გარემოებების გათვალისწინებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი ვერშინინის განცხადებით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ვერშინინმა „იზვესტიას“ განუცხადა.

„ეს საკითხი განიხილეს. მე ჯერჯერობით მხოლოდ შემიძლია დავეყრდნო პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებას. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის საქმეები ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (ავიამოსვლის შეწყვეტა)“, - განაცხადა ვერშინინმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსული მხარე რაიმე წინაპირობას იმისთვის, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლა აღდგეს, ვერშინინი პასუხობს:“ ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობებს ქართველ ხალხთან. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნორმალიზაციის ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება ყველა გარემოებების გათვალისწინებით“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა