პარლამენტის ჯანდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას მხარი დაუჭირეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას მხარი დაუჭირეს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

მან ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების და მაკროეკონომიკური პარამეტრების წარდგენისას, მომავალ წელს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე და მის ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა.

როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მედიკამენტების ნაწილში დაფინანსება უნდა გაიზარდოს და შენიშვნებიც სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდა.

"ოპოზიცია იმისთვისაა, რომ აკრიტიკოს. თუ რომელიმე ბიუჯეტი სიღარიბის დაძლევისკენ არის მიმართული , სწორედ ეს ბიუჯეტი გახლავთ. დაბალანსებულია ის პროექტები, რომლებიც სამუშაო ადგილებს შექმნიან, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი არის გაკეთებული. რაც არის ნამატი წინა წელთან შედარებით მიემართება ადამიანების ოჯახებში. ეს არის პენსიები, ხელფასები მოწყვლადი ნაწილისთვის-ექიმები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები. ასევე , შემწეობები შშმ პირებისთვის. აქცენტი არის გაკეთებული ჯანდაცვაზეც. შენიშვნები ძირითადად დაკავშირებული იყო, რომ პრევენციის ნაწილში გამონახულიყო რესურსები, თუნდაც შიდა განაწილების ხარჯზე, რადგან მხოლოდ სამკურნალო პროგრამები შენარჩუნდა და პრევენციული პროგრამები შემცირდა. ეს არ შეიძლება. ასევე, წამლით უზრუნველყოფა არის თემა, რომელიც ჩვენ მოქალქეებს აწუხებთ და ამ მიმართულებით შემცირება მიუღებელია. აუცილებლად, შიდაგადანაწილებით ან სხვა რეზერვების გამონახვით, წამლის პრობლემაზე შემცირების ნაცვლად მეტი ბიუჯეტი უნდა გამოინახოს",-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს