ანდრეი რუდენკო - ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს, არც ოკუპაცია არსებობს - ჩვენ ამას ვეძახით 2008 წელს ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას

კონფლიქტი რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დაიხურა. ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს, არც ოკუპაცია არსებობს, ჩვენ ამას ვეძახით 2008 წელს ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება აქვთ გაფორმებული, მათ შორის სამხედრო მიმართულებითაც“, –ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა იმ დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან.

„არავინ არის დაინტერესებული, რომ დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდეს. გვაქვს იმედი, რომ დაძაბულობის დონის დაწევასთან ერთად, გაიხსნება პუნქტები, რომლებიც დახურულია. საკითხი ახლა განხილვის ეტაპზეა“, - განაცხადა რუდენკომ.

მისი თქმით, დღეს ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე არ უმსჯელიათ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს