შალვა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძის კითხვებს არ უპასუხა და არაკეთილსინდისიერი უწოდა მის საქციელს, როდესაც მშვენიერაძემ აქციაზე გიორგი გახარიას პირადი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა

„არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარეს გიორგი მშვენიერაძეს.

„კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიზანი ვფიქრობ, სწორედ რომ პოლიტიკური იყო. მათ უნდათ, ის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, რომლებიც რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ აქ შუალედი არ გაქვთ. ან კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ხართ არაკვალიფიციურები და მეორე, თუკი ეს კანონები წაიკითხეთ და გაიგეთ, ხოლო შემდეგ დამალეთ და ის კომენტარები აკეთეთ თქვენი კოალიციის წევრებმა ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი კოალიციის მხრიდან“, - განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძემ მშვენიერაძეს განუცხადა, რომ ის არ არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რომელმაც შეიძლება მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

„მე აქ ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი კანონით განსაზღვრული წესით და პარლამენტი უფლებამოსილია, შეამოწმოს ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეს მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია. არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და თქვენ გაქვთ ეს თვისებები. ამ ბოლო ნაწილში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი ვართ, ვინც დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძვით და თქვენ, ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. თქვენ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. მე ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემ მიმართ. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“,- განაცხადა თადუმაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა