არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე-პრემიერ მინისტრს, მილუტინ სიმოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.

არჩილ თალაკვაძე და მილუტინ სიმოვიჩი აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე გამოითქვა მონტენეგროს სურვილი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო