მაიკ პომპეო - აშშ-ს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად აშშ-ს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკულ PBS-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ თურქეთს თავდასხმის განხორციელების ნება დართო, „მხოლოდ სიცრუეა.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია და რომ მას ტერორისტებისგან საფრთხე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და „სირიის ეროვნულმა არმიამ“ სირიაში სამხედრო ოპერაცია - „მშვიდობის გაზაფხული“- დაიწყეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მათი მიზანი „ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა.“

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ თურქეთ-სირიის საზღვრებიდან საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანა. ამ ქმედების გამო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს და ამერიკის მოკავშირე ქურთების წინააღმდეგ „მოღალატეობრივ ქმედებაში“ დაადანაშაულეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მათ აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო გადადგეს და საკუთარი ჯარისკაცების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო