„ინტერაქტიული სემინარი ჯანსაღ კვებაზე“ გაიმართება

„ტერმინალი ვაკეში“ გაიმართება „ინტერაქტიული სემინარი ჯანსაღ კვებაზე“. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამის - „ჯანსაღი კვების შესახებ განათლების“ ფარგლებში ტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სპიკერებს შორის იქნებიან: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი - ბრენდაისის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მაგისტრი, ანი ნიორაძე; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნინო სარაშვილი; "ნამუ" ს დამფუძნებელი, ანა ტიკარაძე და "კივი კაფეს" დამფუძნებელი, სორუშ ნეგაჰდარი

„სემინარის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას საქართველოში. შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი კვების ადვოკატირება; სახლსა თუ კაფეში ჯანსაღ კერძს ვერ მოვამზადებთ, თუკი "ბიზნესი" ჯანსაღ პროდუქტს არ აწარმოებს; სოციალური პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს და იზრუნოს თავის მომხმარებლებზე. თავის მხრივ, მომხმარებელი, ანუ ჩვენ, ინფორმირებულები უნდა ვიყოთ, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ჯანსაღი კვება, რას ნიშნავს ის, რატომ უნდა ვუთხრათ უარი მარილსა და შაქარს და როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი.

სწორედ ამიტომ, თემაზე სასაუბროდ ვიწვევთ პროფესიონალებს, ხოლო სტუმრებს შორის იქნებიან: „კარფურის“ ხარისხის მენეჯერი, „გეოპროვიჟენის“ სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯერი, რესტორნების შეფ-მზარეულები, საჯარო სკოლების დირექტორები და დაინტერესებული პირები.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით