ქუთაისში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობა და გამოფენა გაიმართება

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,ღია სახლი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას და გამოფენას გამართავს. ღონისძიება ქუთაისის მერიის, ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მხარდაჭერით ქუთაისში, აღმაშენებელზე, ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღის მთავარი მოწოდებაა: „გავერთიანდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის!“

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა, თუმცა ამ წინადადებაში „ფსიქიკურ“ კომპონენტს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა 2/3 არ მკურნალობს. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს დისკრინიმაციის და „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელის შესახებ, სტიგმის დაძლევისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალილების მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ამერიკული კუთხე, ორგანიზაცია ,,იდენტობა“, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, World Vision მიუსაფარ ბავშვთა ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს