კანადა სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას გმობს

კანადა სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების შეჭრას გმობს და მხარეებს საერთაშორისო კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქრისტია ფრილენდმა განაცხადა.

„კანადა სირიაში თურქეთის სამხედრო შეჭრას გმობს. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. მხარეებს საერთაშორისო კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ,“ - წერს ქრისტია ფრილენდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და „ისლამური სახელმწიფოს“ შენარჩუნების რისკს ზრდის.

თურქეთის ჯარმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში ქურთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელეს.

გუშინ თურქეთის პერზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი მიზანი „ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა