მედიის ინფორმაციით, აშშ-მა სირიიდან პატიმრობაში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ ორი უმაღლესი სამხედრო პირი გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა სირიიდან პატიმრობაში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ ორი უმაღლესი სამხედრო პირი გაიყვანა, მანამ, სანამ თურქეთი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით თავდასხმას განახორციელებდა. ინფორმაცია მედიას თეთრი სახლიდან მიაწოდეს ანონიმურობის მოთხოვნით. წყაროს ინფორმაციით, ორივე პირი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

ამავე დღეს, ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქვეყნიდან გაიყვანდა „გარკვეული რაოდენობის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს“, რადგან შესაძლებელი იყო ქურთულ ძალებს ვერ უზრუნველყოთ ტყვეობაში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედროების სათანადო გაკონტროლება.

წყარო აცხადებს, რომ ამ ორი სამხედროს სახელი, რომლებსაც „ბითლზებად“ მოიხსენიებენ, ყველაზე სასტიკ დანაშაულებებს უკავშირდება. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, მათი გადაყვანა შეერთებული შტატების სამხედრო ციხეში მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო