თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს