საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება

ნოემბრის თვეში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აზერბაიჯანში ვიზიტის ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრა.

„მინდა დავიწყოთ გუშინდელი ვიზიტის შეჯამებით, გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში და შემთხვევითი არ იყო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონალურსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური და შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. განსაკუთრებით დღეს იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ხდება რეგიონში. უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტირების მიზნით. ასევე ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური განზომილება. აზერბაიჯანი და საქართველო ნდობით აღჭურვილი ძლიერი ეკონომიკური პარტნიროები არიან ერთმანეთის და შესაბამისად, ენერგომატარებლების, ტრანსპორტისა და სხვა განზომილებებში ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორც არის - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთინვესტიციები და ასე შემდეგ, ასევე დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისის სხდომა არ ჩატარებულა ბოლო 10 წლის განმავლობაში თუ არ ვცდებ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, ნოემბრის მეორე ნახევარში კომისია შედგება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და გაზრდის ჩვენ ურთიერთეკონომიკურ თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა