ანრი ოხანაშვილი - ზაზა თავაძეს დოქტორანტურაში აქვს ჩაბარებული

ზაზა თავაძეს დოქტორანტურაში აქვს ჩაბარებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განუცხადა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს მოუსმენენ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, დეპუტატებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ კითხვები, რომელიც თავაძის დიპლომთან მიმართებაში არსებობს, დღევანდელ სხდომაზე დასვან.

„ჩვენ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური შტურმი მივიღეთ, თითქოს დიპლომი ყალბია და ვფიქრობ, რომ ეს არ არის სერიოზული მიდგომა. ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საკითხი არ დასმულა არც შალვა თადუმაძესთან და არც ზაზა თავაძესთან მიმართებაში. დამატებითი ინფორმაცია, რაც გვჭირდება უკვე გამოვითხოვეთ კომიტეტმა. თუკი ვინმეს რამე ობიექტური საფუძველი აქვს, მაშინ ობიექტურად უნდა თქვან და არა ის მასკარადი მოაწყონ, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა.

ბატონ თავაძეს დოქტორანტურაში აქვს ჩაბარებული. ლოგიკური ბმით რომ მივყვეთ, ადამიანს თუ არ აქვს წინა საფეხურების საფუძველი, დოქტორანტურაში ჩაბარება კითხვის ნიშნებს იწვევს, მაგრამ მას აქვს დოქტორანტურაში ჩაბარებული, თუმცა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დღეს კოლეგებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დასვან კითხვები”, - აცხადებს ოხანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო