„სინერჯი კაპიტალმა“ „გასტრონავტთან“, კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილების მისაღებად, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ კვების დაწესებულების საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტთან” მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის დიაგნოსტიკა და სტრატეგიული განვითარების ხედვის დამუშავება მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას „სინერჯი კაპიტალი“ ავრცელებს.

მათივე ცნობთ, დეტალური შეფასების საფუძველზე „გასტრონავტის“ კაპიტალში მონაწილეობის გადაწყვეტილებაც მიიღება.

„გასტრონავტი არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად ავითარებს ქართულ გასტრონომიას და ეხმარება კვების ობიექტებს, შექმნან უნიკალური, განსხვავებული კონცეფციები და მიანიჭონ მომხმარებლებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, იწყებს კვების ობიექტების მენეჯმენტში შესვლას და მიგვაჩნია, რომ მკაფიო სტრატეგიული ხედვით, სწორი ორგანიზებით და სათანადო ფინანსური მხარდაჭერით გასტრონავტს ამ ინდუსტრიის მნიშვნელოვნად განვითარება შეუძლია“, - აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.

„გასტრონავტის“ გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰყოლოდათ სანდო პარტნიორი კომპანია, „სინერჯი კაპიტალის“ სახით“.

„იმის გარდა, რომ „სინერჯი კაპიტალის“ გუნდს გააჩნია „სინერჯი ჯგუფის“ მრავალწლიანი გამოცდილება, ამასთან გააჩნია პორტფელი და ადამიანები, რომლებიც მათ ენდობიან. ჩვენთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო გვყოლოდა სანდო პარტნიორი კომპანია და არა ფიზიკური პირი, რადგან ასეთი კომპეტენციის მქონე კომპანია უკეთ დაგვეხმარება სწორი მიმართულებით ზრდაში. ჩვენ ვიწყებთ მენეჯმენტში შესვლას და ამ ნაწილში გაცილებით მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი დაგვჭირდება. გვჯერა, რომ „სინერჯი კაპიტალთან“ ერთად გაცილებით უკეთ გავართმევთ ამ დავალებას თავს“, - განაცხადა „გასტრონავტის“ გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა.

გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პროექტების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა