სოფიო ქაცარავა მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელფასების ზრდა მომავალში აუცილებლად უნდა მოხერხდეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 200 000 ლარით მცირდება, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე აღინიშნა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაინტერესდა, ეს ხომ არ გამოიწვევს პროფესიონალი კადრების გადინებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, აღნიშნული პროფესიონალების გადინებას არ გამოიწვევს. მიხეილ ნინუა აცხადებს, რომ სამინისტროს დაბალანაზღაურებადი კადრები ჰყავს და ამის საკომპენსაციოდ, უწყებაში ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებას განიხილავენ.

„ჩვენ გავზარდეთ საქონლისა და მომსახურების ხარჯები, რათა ამ ადამიანებს შევთავაზოთ დაზღვევა. გვინდა გავითვალისწინოთ 260 000 ლარი, რომ ყველა თანამშრომელს მინიმუმ 50 - ლარიანი სადაზღვევო პაკეტი შევთავაზოთ“, - განაცხადა მიხეილ ნინუამ კომიტეტის სხდომაზე.

სოფიო ქაცარავა კი მიიჩნევს, რომ ხელფასების ზრდა მომავალში აუცილებლად უნდა მოხერხდეს.

„თვითონაც აღნიშნეთ, რომ უწყებაში დაბალანაზღაურებადი კადრებია და ამას უნდა გამოსწორება. 50- ლარიანი პაკეტის შეთავაზება კარგია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მათ წლების განმავლობაში არ გაეზარდოთ ხელფასები", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა