ზაზა თავაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, დემოკრატიის კუთხით გამოწვევები და პრობლემები იყო, რასაც ვერ გავექცევით

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, დემოკრატიის კუთხით გამოწვევები და პრობლემები იყო, რასაც ვერ გავექცევით, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ, საპარალამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის მიერ დასმულ კითხვას.

„მმართველობის ფორმები ჩემთვის არ არის უცხო, იმდენად, რამდენადაც ეს ნასწავლი მაქვს თავის დროზე სამართლის თეორიაში. თუ დავესესხებით უცხოური მონიტორების და მისიების შეფასებებს, რომლებიც ამ წლებში იყო და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში მეც ვცხოვრობდი და ამ პერიოდში ერთ-ერთ ახალ თანამდებობაზე ვიყავი, დემოკრატიის კუთხით, იყო გამოწვევები და პრობლემები. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ გავექცევით. მე, მიუხდავად იმისა, რომ გარკვეული საკურატორო სფეროები არ მქონდა ისეთი, სადაც ხორციელდებოდა სისხლის სამრთლებრივი დევნა, ხორციელდებოდა უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებები, თუ საპროკურორო ღონისძიებები, მიუხედვად ამისა, მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მაინც ამ ნაწილში“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

მდინარაძის კითხვაზე, „წინა ხელისუფლების პერიოდში, სასამართლო თავისუფალი იყო თუ არა, ზაზა თავაძემ უპასუხა, რომ, „ალბათ ნაწილობრივ თავისუფალი იყო“.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს