კარლ ჰარცელი - როგორც ვიცით, შეკითხვები იყო შერჩევის პროცედურებზე, თუმცა, საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი ღიაობა არასდროს ყოფილა

საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა არასდროს არ ყოფილა და ეს კარგი ამბავია, - ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა.

როგორც მან განაცხადა, რამდენიმე კვირაში პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენთვის. ჩვენ ამ პროცესში ბოლო 11 თვეა აქტიურად ვართ ჩართულები და მის დასრულებას ვუახლოვდებით. როგორც ვიცით, იყო შეკითხები შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე არსებობდა კითხვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების თაობაზე. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ყველა თავად განსჯის, მათ შორის ის პარლამენტარებიც, რომელთაც საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მათი არჩევა უნდა მოხდეს უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტებით,“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა