ლევან დავითაშვილი - 60 მლნ ლარზე მეტის დახარჯვა მოგვიწია, რომ ფერმერებისთვის გარანტიები შეგვექმნა და რქაწითელის  ჩაბარების პრობლემა არ ჰქონოდათ

60 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა მოგვიწია იმისთვის, რომ ფერმერებისთვის მინიმალური გარანტიები შეგვექმნა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონოდათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, წელს რეკორდული რაოდენობის რქაწითელის ჯიშის ყურძენი გადამუშავდა - 170 ათასი ტონა.

„რამდენიმე განკარგულებით მივეცით უფლება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ რომ განეხორციელებინა შესყიდვები იმ ყურძნის, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს. ამ შემთხვევაში, რეკორდული რაოდენობა გვაქვს. საბოლოოდ, სახელმწიფოს მოუწია საკმაოდ დიდი ჩარევა რქაწითელის ჯიშის ყურძნის დაბინავების კუთხით. იცით, რომ საფერავი მთლიანად კერძო სექტორმა შეიძინა, რქაწითელი კი არის ძირითადად, შიდა მოხმარების და ნაწილი მიდის საბრენდე სპირტსა და კონიაკებში. სახელმწიფო, როგორც წესი, როდესაც ინტერვენციას აკეთებს, ახდენს საბრენდე სპირტის წარმოებას იმ ჭარბი ყურძნისგან, რომელსაც ბაზარი ვერ ითვისებს. ეს არის ფაქტიურად, სახელმწიფოს რეზერვები, რომელიც არ ფუჭდება, პირიქით, მისი ფასი უნდა იმატებდეს. რქაწითელის რეკორდული მოსავალი გვქონდა, დაახლოებით, 170 ათას ტონამდე ინდუსტრიულად გადამუშავდა ქვეყანაში. 60 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა მოგვიწია იმისთვის, რომ ფერმერებისთვის მინიმალური გარანტიები შეგვექმნა და ჩაბარების პრობლემა არ ჰქონოდათ. თუმცა, ეს იყო კერძო კომერციული კრედიტი, რომელიც აიღო სახელმწიფო კომპანიამ, მაგრამ არ იყო არც სახელმწიფოს გარანტია და არც სახელმწიფოს დაფინანსება. მას აქვს თავისი კაპიტალი და ჰქონდა თავისი რესურსები, მოძრავი თუ უძრავი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფის სახით საბანკო სექტორისთვის იყო უზრუნველყოფის წყარო. ეს არის ოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს არასახელმწიფო ფულით და იმედი გვაქვს, ეს ოპერაციები მინიმუმ წამგებიანი არ იქნება კომერციულად. ამას ვნახავთ იმის მიხედვით, როგორი იქნება კონიუნქტურა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა