მამუკა მდინარაძე ვანო ზარდიაშვილზე - ვიცოდი, რომ პარტიას არ ტოვებდა - ჩემთვის არ უთქვამს, რომ პოლიტიკას არასდროს გაეკარება

ვანო ზარდიაშვილთან არ მქონია კონტაქტი და შესაბამისად, მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ პოლიტიკას არასდროს გაეკარება, ასეთი საკითხი ზარდიაშვილთან არ გამივლია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილის „ინტერპრესნიუსთან“ გაკეთებულ განცხადებას, რომ პოლიტიკიდან მიდის.

მამუკა მდინარაძის თქმით, მას ამ დრომდე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზარდიაშვილი პარტიაში რჩებოდა.

ვანო ზარდიაშვილთან ამაზე კომუნიკაცია არ მქონია, არ მიკითხავს მიდის თუ არა პოლიტიკიდან. ვიცოდი, რომ პარტიას არ ტოვებს და წავიდა პარლამენტიდან. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ იქნებოდა პარტიის აქტიური წევრი და არჩევნებშიც დაეხმარებოდა პარტიას. „იმედია არასდროს დავბრუნდები” - ეს ტერმინი მან თუ გამოიყენა, არ მიკვირს, რადგან თვეების წინ საუბრობდა პირადად ჩემთან, რამდენად აბრალებდნენ მას ბევრ რაღაცას, ტალახს ესროდნენ. წუხდა ამაზე მისი ოჯახიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე”,-აცხადებს მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ზარდიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა