ზაზა თავაძე - შეწყალებაზე არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს

„როგორც იურისტი გეტყვით, რომ შეწყალებაზე არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა“, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ზაზა თავაძემ, საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის მიერ დასმულ კითხვას, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიაჩნია მას შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება.

როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ იმ უფლებამოსილებებზე უარის თქმა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, „გამართლებული ვერ იქნება“.

„პირველ რიგში, ის უფლებამოსილებები, რაც პრეზიდენტს გააჩნია და რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მასზე უარის თქმა ვერ იქნებოდა გამართლებული. ამას ვამბობ ცოტა შელამაზებულად, რადგან მე გახლავართ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის გარდა ზრუნავს, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დაცული იყოს. ამიტომ შეიძლება ხვალ-ზეგ, ეს საკითხი რომ რაღაც დოზით სადავო გახდეს, იგივე ჩემს სასამართლოში, პირდაპირი შეფასებისგან თავს შევიკავებ. მაგრამ როგორც იურისტი გეტყვით, რომ არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. პრეზიდენტი არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი, ის გახლავთ ის პირი ქვეყანაში, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ის უფლებამოსილება, რასაც შეწყალება ჰქვია“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა