ზაზა თავაძე - არ მყოლია არანაირი „პატრონი“

როგორც ამერიკელები იტყვიან, მე ვარ self made, მე არ მყოლია არანაირი „პატრონი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის კითხვაზე, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ თავაძე იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, იმ ფონზე, რომ პროფესიულ წარმატებას იმ პერიოდში მიაღწია, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ყველა სფეროში ჩარევის მცდელობა იყო, ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში დამოუკიდებელი და შეუვალი იქნება.

„როგორც ამერიკელები იტყვიან, მე ვარ self made, მე არ მყოლია არანაირი „პატრონი“ არასდროს და მოვდივარ ასე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონში. იქ დავამთავრე სკოლა, თბილისში რომ ჩამოვედი, ალბათ მანამდე თბილისში ნამყოფი ვიყავი 5-ჯერ, ამის შემდეგ მოდის და მოდის ჩემი კარიერა. აქედან გამომდინარე, მე ჩამოვყალიბდი ჩემი საქმის მცოდნედ, პროფესიონალად. ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე იქნებოდა ის, რომ პროფესიონალი ნებისმიერ დროში ფასობს.

გადახედეთ ჩემს ბექგრაუნდს, ბოლო 10 წლის გადაწყვეტილებებს. მე ძალიან ბევრ კომენტარს გავიხსენებ თქვენსას და თქვენი კოლეგებისას, რომ არ მოგწონდათ ჩემი გადაწყვეტილებები. მე ვფიქრობ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, მაგრამ ამის კრიტიკას ვერავინ დაგიშლით. შეიძლება ახლა ჩემთვის არასასურველ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, მე კვლავ ასე გავაგრძელებ. ვიქნები დამოუკიდებელი და შეუვალი“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა