ზაზა თავაძე - ჩემთვის, როგორც მაშინდელი მაღალჩინოსნისთვის, 7 ნოემბრის მოვლენები მიუღებელი იყო

ჩემთვის, როგორც მაშინდელი მაღალჩინოსნისთვის, 7 ნოემბრის მოვლენები მიუღებელი იყო, - ასე უპასუხა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა 2007 წლის 7 ნოემბერს.

როგორც ზაზა თავაძემ აღნიშნა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და „ის არ იყო ისეთი თანამდებობის პირი, რომელსაც ხმის ამოღება არ შეეძლო“.

„7 ნოემბერი შეფასებულია ჩემზე გაცილებით ჭკვიანი ადამიანების მიერ. იმ პირთა ჯგუფის მიერ, რომლებმაც არაერთი დასკვნა დადეს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ფაქტი, როგორც მაშინდელი მაღალჩინოსანისთვის, იყო მიუღებელი. მე ამაზე მქონდა კიდეც შესაბამისი რეაქცია. შესაბამისი კამათიც შეიძლება მქონდა. მე არ ვიყავი ის თანამდებობის პირი, რომელსაც არ შეეძლო ხმის ამოღება, თუ ის რაღაცას ფიქრობდა. შეიძლება მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავი უფრო თანმიმდევრული, უფრო კრიტიკული, მაგრამ მაშინ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა