არასამთავრობოები  საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარს უჭერენ

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები მიესალმებიან და მხარს უჭერენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აცნობეს.

კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.

„დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, პირიქით შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოზარდს და დაშავება ან გარდაცვალება გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ, ბავშვებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დამატებითი დაცვა სჭირდებათ, რასაც საბავშვო სამგზავრო სავარძლები უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 1 012 16 წლამდე ბავშვი დაშავდა, ხოლო 21 კი გარდაიცვალა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება, რაც 70%-მდე ზრდის ბავშვის გადარჩენის შანსს.

აღნიშნულ განცხადებას უერთდებიან: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტისთვის (EASST)“, „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“, „იარე ფეხით“, ფონდი "ელი", „ურბანული ლაბორატორია“, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, ჰაბ ჯორჯია, ავტომრბოლელი და ექსპერტი მევლუდ მელაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო