ვლადიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი ჩემს დაშანტაჟებას არ ცდილობდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ივლისში სატელეფონო საუბრის დროს ან სექტემბერში შეხვედრისას მის დაშანტაჟებას არ ცდილობდა. მისი თქმით, მან სატელეფონო საუბრისას არ იცოდა, რომ შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა, ხოლო როდესაც ამის შესახებ თავდაცვის მინისტრისგან გაიგო, საკითხი შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან პოლონეთში შეხვედრის დროს წამოჭრა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა წამოაყენა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა