ირაკლი აბესაძე ზაზა თავაძეს - როცა დოქტორი გახდებით, შემდეგ მიიღეთ მონაწილეობა მოსამართლეობის კანდიდატობაზე, დღეს მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებთ

როცა გახდებით დოქტორი, შემდეგ მიიღეთ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაში. დღეს მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებთ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

აბესაძის თქმით, მას მაგისტრის დიპლომი არ აქვს და თავს მაგისტრად რომ თვლის, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„თქვენ ჯერ სამართლის დოქტორი არ ბრძანდებით, მაგრამ დღეს თამამად გვიმტკიცებთ, რომ ხართ სამართლის მაგისტრი. გთხოვთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის იმ მუხლების მითითებას, რომელთა ანალიზის საფუძველზეც მაგისტრის დიპლომის გარეშე თქვენ თავს თვლით სამართლის მაგისტრად“, - ასე მიმართა ირაკლი აბესაძემ თავაძეს, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მაგისტრად დღევანდელი კანონმდებლობით შეიძლება ჩაითვალოს ის პირი, ვისაც მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი აქვს.

„თუ არ ვცდები, 49-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ მაგისტრს ან მაგისტრთან გათანაბრებულ პირს. შესაბამისად, ან უნდა იყო მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული“, - აღნიშნა თავაძემ, რაზეც აბესაძემ უპასუხა, რომ დოკუმენტების მიხედვით, მისი დიპლომი ბაკალავრისაა.

„თქვენი ოთხწლიანი დიპლომი, რომელიც საბუთებშიც არის ასახული, არის ბაკალავრის დიპლომი, ამიტომ საზოგადოებას შეცდომაში ნუ შევიყვანთ“, - მიმართა თავაძეს აბესაძემ. აღნიშნულის პასუხად ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ მისი დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან და არა ბაკალავრის, რაზეც აბესაძემ უპასუხა, რომ დოკუმენტი სხვა რამეს ამტკიცებს.

„ესე იგი, თქვენ ამტკიცებთ, რომ იმ ოთხწლიანი სწავლის შემდეგ თქვენ ხართ მაგისტრი?! თქვენ ჩაირიცხეთ დოქტორანტურაში, იმიტომ რომ მაგისტრის ხარისხი გქონდათ საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ამის შესაძლებლობას განათლების შესახებ კანონი იძლევა“,- განაცხადა აბესაძემ.

მან თავაძეს ის საგნები ჩამოუთვალა, რომელიც თავაძემ მაგისტრატურაში გაიარა და აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანი სამართალთან შემხებლობაში არ არის.

„მე ჩამოგითვლით საგნებს და რომელიმე შემხებლობაში თუ არის სამართალთან გამაჩერეთ. არც ერთი საგანი არ გისწავლიათ, რაც სამართალთან შემხებლობაშია. როცა გახდებით დოქტორი, შემდეგ მობრძანდით და მერე მიიღეთ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატობაში. დღეს მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს