ვლადიმირ ზელენსკი - თუ ომის დასრულება გვსურს, პუტინთან შეხვედრა საჭიროა

ჩემი მთავარი მისია ომის დასრულებაა და ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამის განხორციელება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან არ იცის, შესაძლებელია თუ არა დონბასში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა, თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

„ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ორ ფორმატში: ნორმანდიული ოთხეულისა და ჩემი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის ფორმატში. არავინ საუბრობს პუტინთან პირისპირ შეხვედრის შესახებ იმიტომ, რომ ყველა წინააღმდეგია. მე არ ვიცი, შესაძლებელია, თუ არა ასეთი შეხვედრის გამართვა. მე ვიცი ერთი რამ: ეს შეხვედრა უნდა ჩატარდეს, თუკი ჩვენ ომის დასრულება გვსურს” , - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მისი მთავარი მისია დონბასში ომის დასრულებაა.

„მინდა გაგახსენოთ, როგორი ზელენსკი აირჩია საზოგადოებამ - მათ აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ომს დაასრულებს. მე ყოველთვის ასეთ პიროვნებად დავრჩები. გვაქვს გეგმები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციას ukrinform-ი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო